ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა კიკნაძე:
ილიას უნივერსიტეტის წარმატებული პროგრამები დაიხურა, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კი იწყება პროგრამა სახელად ,,ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია“.
20 აბიტურიენტს მიიღებენ წელს და ასწავლიან ალბათ იუპიტერის პროტოქართველურ დიალექტებს…
წლების შემდეგ ადამიანებს რომ აუხსნა, რა იყო ოცნების განათლების რეფორმა, მოკლედ ასე შეიძლება: დაიხურა რაც მუშაობდა და ქართული განათლება კოსმოსური მანძილით დაშორდა არა მარტო აკადემიურ სტანდარტებს, არამედ საღ აზრსაც!
ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ჰკითხეთ რა მიქანაძეს, ასტროლინგვისტების საჭიროება რომელი ბაზრის კვლევამ გამოკვეთა?





