პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უხელმძღვანელებს.
ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე (2013–2015), ასევე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.
ირაკლი კობახიძე პარტიის “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ამასთან, კობახიძე საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრია.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის