რუსული Unistream-ის აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრის შემდეგ, ფულადი გზავნილების აღნიშნული კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე პოპულარული იყო და პირველ ადგილს იკავებდა, ოქტომბრის მაჩვენებლებით საერთოდ ვეღარ გამოიყენება.
მეორე ადგილზეა Zolotaia Korona, რომლის წილიც ოქტომბრის ჩარიცხვების სტატისტიკაში 21.6%-ია. ოქტომბრის განმავლობაში Zolotaia Korona-ს მეშვებით საქართველოში 61 მლნ დოლარი ჩარიცხა.
მესამე ადგილზე Money Gram-ა, რომელზედაც მთლიანი ჩარიცხვების 16.1%-ი მოდის, მეოთხე პოზიციას კი Western Union-ი იკავებს, რომლის წილიც 15.2%-ია.
მეხუთე ადგილზე კი Intel Express-ია, რომლის წილიც 11.6%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.