აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ის მზადაა აშშ-მექსიკის საზღვარი დღესვე დახუროს, თუ ამაზე კონგრესი დათანხმდება. ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული გეგმა გულისხმობს აშშ-მექსიკის საზღვრის დახურვას იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევები ერთ დღეში 4 000-ს გადააჭარბებს. გეგმის მიხედვით, საზღვრის დახურვის უფლება აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტს მიენიჭება, თუმცა გადაუდებელ შემთხვევაში საზღვრის დახურვის უფლება პრეზიდენტსაც ექნება.
ბაიდენის თქმით, ახლა რომ ეს კანონი ძალაში იყოს, საზღვარს მომენტალურად დახურავდა და პრობლემას მყისიერად მოაგვარებდა.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის გეგმის მიხედვით, მხოლოდ ოფიციალური გამშვები პუნქტები დარჩება ღია.
“ორპარტიული კანონი კარგი იქნება ამერიკისთვის და დაგვეხმარება ჩვენი საიმიგრაციო სისტემის გაუმჯობესებაში” – თქვა ჯო ბაიდენმა.
ოფიციალური მონაცემებით, წინა თვის მანძილზე რეკორდულად ბევრმა, 300 000-ზე მეტმა მიგრანტმა სცადა მექსიკიდან ამერიკაში მოხვედრა.