თაკო ჩარკვიანი – გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია

უკვე მეორედ, [] სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს – როგორი ხელმძღვანელიც იყო, უთუოდ ისეთივე პრემიერი იქნება, ცინიკური და ძალიან რადიკალური,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციომერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.
ჩარკვიანის აზრით, ამ საკადრო გადაადგილებით არაფერი შეიცვლება, მხოლოდ შესაძლოა, რომ მთავრობას „ცინიზმი მოემატოს”.
„გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია. გამონათქვამებში ყველაზე რადიკალი ირაკლი კობახიძეა. ამით მიგვანიშნა [ბიძიმა ივანიშვილმა], რომ იგივე პოლიტიკაა. თუმცა უკვე მეორედ, სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს. „მინდა ასე მოგექცევი, მინდა – ისე“, ეს არის ფეოდალური ინსტიტუცია და დამოკიდებულება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი უნდა იყოს მაგრამ ადამიანები, რომლებიც მორჩილებაში არიან, შეურაცხყოფილები არ რჩებიან”,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია:  „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც სოციალურ ქსელში აქტივისტის, ანუკი ჩრდილელის დისკრედიტაციის მიზნით, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კამპანია წამოიწყო (ვიდეო)

სახალხო დამცველი – ვიმედოვნებ, ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებას