გრიგოლ გეგელია – რას აკეთებენ რეგიონში ფაშინიანი-ალიევი: 9 მილიონის თავდაცვის პაკეტი, ბირთვული ენერგია, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და რას აკეთებს ? – ბინებს ყიდის, 257 გაიყიდაო, „პრარაბია“ თუ მაკლერი? – ჩვენ ჭაობში ვართ

ფაშინიანი და ალიევი რას აკეთებს და ამ დროს ? – 257 ბინა გაიყიდაო. კატასტროფა გვჭირს, ხალხო! პრემიერ-მინისტრი ჰქვია ამ კაცს? „პრარაბია“ თუ ბინების ინდუსტრიის მაკლერი , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ადგილზე და აღნიშნა, რომ დღევანდელ რეალობაში „ჩვენ არ ვართ საინტერესო აღარავისთვის“.
„ჩვენ ვიყავით ერთადერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, სადაც იყო ამერიკის პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან და დღეს ასევ ვართ ერთადერთი, სადაც არავინ აღარ ჩამოდის. ვინ იყო ბოლოს ამ ქვეყანაში? ვინ გამოხატა დიდი ინვესტიციის ჩადების სურვილი, ვინ თქვა, რომ საქართველო არის ძალიან პერსპექტიული და მაგარი რაღაცაში? ჭაობში ვართ. ჩვენ ვართ ისეთი ტიპის ასფიქსიურ ჭაობში, რომ გახრჩობს. ან მივიღებთ კრიტიკულ ზომებს მშვიდობიანად და მკაფიოდ და ამ რეჟიმს ვეტყვით უარს, ან უბრალოდ ჩავიძირებით და დავიხრჩობით. ჭაობი საბოლოო ჯაში ჩაგითრევს და დაგახრჩობს. არ მახსენდება ვინმეს ორ წელიწადში ასე აეოხრებინოს ჩვენი სახელმწიფო.
რას აკეთებს? – ცხრა მილიონის ღირებულების თავდაცვის პაკეტი, ახალი პროექტები, ბირთვული ენერგია. რას აკეთებს ალიევი? სტრატეგიულ პარტნიორობას აწერს ხელს, ხოლო კობახიძე? 257 ბინა გაიყიდაო. კატასტროფა გვჭირს ხალხო. პრემიერ-მინისტრი ჰქვია ამ კაცს? პრარაბია თუ ბინების ინდუსტრიის მაკლერი. ფაშინიანი და ალიევი რას აკეთებს და ამ დროს ეს კაცი გამოდის და წერს კლიპებს, ბინებს ყიდის, ამაზე შეფასებაც არ მაქვს, კრწანისში ბინების გაყიდვით დაკავდეს, ოღონდ ჩვენ დაგვეხსნას“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გრიგოლ გეგელია გადაცემაში ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „საქართველოს ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია – ეს მორალური შანტაჟია, ისინი აშანტაჟებენ ქვეყანას, ხდება ამ ქვეყნისთვის ხელების გადაგრეხა“.
გეგელიას თქმით, ადამიანს, რომელსაც მოსწონს „ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია „არის „ქოცი“ და „ქოცებს“ უნდა ვუმკურნალოთ ყველგან“.
„ხორვატია ძირითადად ლამაზი სანაპიროებითაა ცნობილი, ხორვატია და საგარეო-პოლიტიკური ასპარეზი და პოზიციონირება აქამდე არ გამიგია. რაც შეეხება ამ პიროვნების განცხადებას, „ქოცი“ არსებობს ყველგან. „ქოცები“ არსებობენ გერმანიაშიც, საფრანგეთშიც და ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ თუ რომელიღაც ყველასათვის უცნობი პიროვნება ასევე არის „ქოცი“. ბევრი ეროვნების ქოცი გვინახავს და ესეც არის ერთ-ერთი. ადამიანს, რომელსაც მოსწონს ეს ადმინისტრაცია ეს კურსი, არის „ქოცი“ და „ქოცებს“ უნდა ვუმკურნალოთ ყველგან“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.