მიიჩნევს, რომ ირანელები, შეიძლება, იძულებულები გახდნენ, კარგ შეთანხმებას დათანხმდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, -ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ირანელები, შეიძლება, იძულებულები გახდნენ, „კარგ შეთანხმებას“ დათანხმდნენ.
„ახლახან დავასრულე მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის დროსაც ვესაუბრე ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ მჭიდრო, გულწრფელი და ღია ურთიერთობა გვაქვს“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს -ში, ისრაელში გაფრენამდე.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ირანზე იყო ფოკუსირებული, თუმცა სხვა საკითხებიც განიხილეს.
„პრეზიდენტი თვლის, რომ ირანელებმა უკვე იციან, ვისთან აქვთ საქმე. [ტრამპი] ფიქრობს, რომ მის მიერ შექმნილმა პირობებმა, იმ ფაქტთან ერთად, რომ ისინი ნამდვილად ხვდებიან, რომ შეცდნენ, როდესაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეიძლება, კარგი შეთანხმების მიღწევის პირობები შექმნას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, თავად არ მალავს სკეპტიციზმს ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
„ვთქვი, რომ შეთანხმება უნდა მოიცავდეს იმ კომპონენტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისრაელისთვის და, ჩემი აზრით, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც – არა მხოლოდ ბირთვული საკითხი, არამედ ბალისტიკური რაკეტები და ირანის რეგიონული მარიონეტები“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.