: „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება

რუსეთის დელეგაცია დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „მშვიდობის საბჭოსთან“ დაკავშირებით რუსეთის პოზიციის „ფორმირება ჯერ კიდევ გრძელდება“.

გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო, თუმცა ვაშინგტონში წასვლას გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ახერხებს.

ცნობისთვის, „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა.

„მშვიდობის საბჭო“, რომელსაც -ის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა