კუბის ტურიზმის სექტორი ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა

კუბაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენი – ტურიზმი – ჩამოიშალა, რაც -ის სანქციებისა და სახელმწიფო ინვესტიციების ნაკლებობის შედეგია. ამას ემატება ენერგეტიკული კრიზისი გამწვავება, რადგან ქვეყანაში ნავთობი აღარ შედის. შეერთებული შტატების ზეწოლის ფონზე, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
სამშაბათს, 10 თებერვალს, კანადურმა ავიაკომპანიებმა, Air Transat-მა და WestJet-მა შეაჩერეს ფრენები ჰავანის მიმართულებით, სადაც საწვავის მარაგი სწრაფად იწურება. ერთი დღით ადრე კი ანალოგიური ნაბიჯი Air Canada-მ გადადგა, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ კუბაში ოპერირება შეეწყვიტა. კუნძული ვენესუელადან ნავთობის მიწოდების შეჩერების შედეგებს მას შემდეგ იმკის, რაც იანვრის დასაწყისში -ის არმიამ ვენესუელი ლიდერი, ნიკოლას მადურო დააკავა.
თუმცა, ადგილზე ხალხი ამ ყველაფერს არ იმჩნევს. ჰავანის ცენტრიდან ვარადეროს პლაჟებამდე განლაგებულ დიდ სასტუმროებში დამამშვიდებელ განცხადებებს აკეთებენ: „ყველაფერი რიგზეა“, – ირწმუნება ქალი ტელეფონის მეორე ბოლოდან ინგლისურად. მისი ოპტიმისტური დაპირების მიუხედავად, ცხელი წყალი და კონდიცირება უკვე სერიოზული პრობლემაა. „ჩვენ გვესმის, რომ მედია ამაზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის სერიოზული პრობლემები აქვს, ამ რთულ პირობებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ “, – ამბობს ის.
პედრომ თავის პატარა საოჯახო სასტუმროს გადარჩენის გზა იპოვა. „ჩემთან მზის პანელები დავაყენეთ, ასე რომ, უკვე მომზადებულები ვართ. კუბაში ტურისტად ყოფნა, მცირე შეზღუდვებით, ჩვეულებრივად შეიძლება“, – გვიხსნის ის ფრანგულად. თუმცა, ვტობუსები ერთი პროვინციიდან მეორეში, საწვავის ნაკლებობის გამო, აღარ დადის. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე კერძო ტაქსი, რომელთა მომსახურება გაცილებით ძვირი ჯდება. ამიტომ, ტურისტებმა ქვეყანა დატოვეს. გაუმართავი სერვისები, მედიკამენტების დეფიციტი… რამდენიმე ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, კუბაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
საფრანგეთში მუშაობა შეწყვიტა Havana Tour-მა, რომელიც 30 წლის განმავლობაში კუბის მიმართულებაზე მუშაობდა. ვიზიტორთა კოვიდამდელ რაოდენობამდე მიღწევა ვერაფრით მოხერხდა. „კუნძულზე ფრანგ ვიზიტორთა რაოდენობა 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, განსაკუთრებით კი 2016, 2017 და 2018 წლებში იყო“, – ამბობს ტურიზმის საკითხებში სპეციალიზებული საკონსულტაციო კომპანია MKG-ის პრეზიდენტი, ვანგელის პანაიოტისი.
„როდესაც პოლიტიკური სტაბილურობა დაბრუნდება, ტურიზმი შეიძლება კუბის განვითარების წამყვანი ფაქტორი გახდეს. მაგრამ ამას დიდი ინვესტიცია და წლები, შესაძლოა, ათწლეულებიც დასჭირდეს. ამიტომ დღეს, ეკონომიკური კოლაფსისა და ტურისტული მიმზიდველობის დაკარგვის გამო, არსებობს რისკი, რომ კუბა მსოფლიო არენიდან ფაქტობრივად გაქრეს“, – აღნიშნავს სპეციალისტი.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები კუბელები ნათესავებს ფულს კვლავ უგზავნიან, შვებულების გასატარებლად კუნძულზე ცოტა მათგანი თუ ბრუნდება.
1tv.ge