ილონ მასკის ამერიკული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI მისი SpaceX-თან შერწყმის შემდეგ ორგანიზაციულ სტრუქტურას შეცვლის, – განაცხადა მილიარდერმა კორპორატიულ შეხვედრაზე, რომლის ვიდეოც xAI-ის მიკრობლოგზე გამოქვეყნდა.
მასკის თქმით, xAI ბიზნესი ოთხ ძირითად მიმართულებად დაიყოფა. ერთი გუნდი იმუშავებს Grok ჩატბოტზე, მეორე – ხელოვნური ინტელექტის პროგრამირების მოდელზე, მესამე – სურათების გენერირების მოდელზე, ხოლო მეოთხე – Macrohard პროექტზე, რომლის მიზანია პროგრამული პროდუქტების მოდელირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ვრცლად interfax – ზე




