ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება.

პრემიერის თქმით, ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი.

„20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე – ნატოს. უკვე არის გაწერილი დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდება ბრიუსელში“, – აღნიშნა მ ჟურნალისტებთან საუბრისას.