რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული და გენიალური იდეები ისმის – არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ – ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებისა” და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა, ჯერჯერობით, წყნარად მიდის და მიმდინარეობს მსჯელობა 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე.
მისი განმარტებით, შეხვედრაზე, ჯერჯერობით, განსაკუთრებული იდეები არ ისმის, მაგრამ მთავარია, რომ მსჯელობა დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს.
“ჯერჯერობით, წყნარად მიდის საუბარი და მსჯელობა “ქართულ ოცნებასა” და საპარლამენტო ოპოზიციას შორის. დისკუსია გაიმართა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს. რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული და გენიალური იდეები ისმის – არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ. გულახდილად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დეპოლარიზაცია რამენაირად შემცირდება”, – განაცხადა ალეკო ლისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია