ხელისუფლება მყარად მიუყვება ევროპულ გზას და ოპოზიცია კვლავ მიზანმიმართულად იბრძვის ამის წინააღმდეგ –

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეკრებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი . როგორც ის წერს, შეხვედრა უკვე დატოვა “ლელომ”, ხოლო დარჩენილი მართული ოპოზიცია ამ პროცესს დესტრუქციის ახალ შესაძლებლობად განიხილავს.
“დღეს, პარლამენტში 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა და მუშაობა დაიწყო. “ლელოს” სულსწრაფობამ სძლია და თავიდანვე გაემიჯნა პროცესებს. რაც შეეხება ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის დანარჩენ მართულ ნაწილს, ამ პროცესს დესტრუქციის ახალ შესაძლებლობად განიხილავენ და ეს მათი ქმედებიდანაც ჩანს, რომელთა ინტერესშიც ამ სამუშაოს ჩაგდებაა და არა კონკრეტული შედეგის მიღწევა. სწორედ ამიტომ, მათი შეთავაზებები ისევ ქვეყნის რისკებთან იქნება დაკავშირებული, რაზეც მმართველი გუნდისგან უარს მიიღებენ და ეს იქნება საბაბი შეხვედრების ჩაშლის.
სქემა იგივეა, ჩვენი მხრიდან არ შესრულდეს, “მათმა” არ მოგვცენ და წინასაარჩევნოდ ნაცკლასტერის სასარგებლოდ ხალხი გაბრაზდეს. ასე სურთ, მაგრამ ასე ვერ გამოვა, რადგან საზოგადოება პროცესებში საკმაოდ კარგადაა გათვითცნობიერებული და მისი უპირველესი დავალება ხელისუფლებისადმი მშვიდობა და სტაბილური განვითარებაა. მათ ურჩევნიათ ევროპული გზის გავლა მშვიდობიანად და დინჯად, ვიდრე ომით და სწრაფად. ვნახოთ, ოპოზიციური პარტიები გზადაგზა რას შემოგვთავაზებენ და რამდენად გამოიყენებენ ამ პროცესს კვლავ პოლარიზაციის გასაღრმავებლად საქართველოში.
ფაქტი ერთია, ხელისუფლება მყარად მიუყვება ევროპულ გზას და ოპოზიცია კვლავ მიზანმიმართულად იბრძვის ამის წინააღმდეგ,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები