ხატია დეკანოიძე:
დღეს, მილიონერებით შედგენილ “ფასების კომისიაზე” ათასი სისულელე თქვეს, მაგრამ ყველაზე სასაცილო და გასაბრაზებელი ერთი დამამახსოვრდა. ხალხს დასცინიან:
კომისიის უფროსმა თქვა, რომ ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანია უნდა მოიწვიონ და ამისთვის სახელმწიფო ტენდერი ჩაატარონ.
ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯავენ ქართველი ხალხის ფულს იმისთვის, რომ გაიგონ ფასებს რატომ აძვირებენ.
საერთაშორისო მასშტაბით ბევრი აუდიტორული კომპანიაა, რომელმაც შეიძლება სექტორული კვლევა განახორციელოს: Deloitte, PricewaterhouseCoopers, (PwC), Ernst & Young (EY), KPMG და აშ. ესენი შედიან დიდ ოთხეულში. არიან შედარებით მცირე კომპანიებიც. მაგრამ ყველას ფასი საკმაოდ ძვირია და ბიუჯეტს ასეულობით ათასი ლარი დაუჯდება. ერთი საათი ერთი ექსპერტი 700 დოლარიდან იწყება.
ფასების გაძვირებას “ებრძვიან” ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით (ივანიშვილი კი არ იხდის).
ივანიშვილის გამო გაღატაკებულ ხალხს კიდევ ფულს ართმევენ.
რამდენს მოიპარავენ ტენდერში?




