აშშ 1000%-ით გაკოტრდება, თუ ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია ეკონომიკას დროულად არ გადაარჩენს – მასკი

მხოლოდ რობოტები და ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება აშშ-ს დაგროვილი ეროვნული ვალის პრობლემის დაძლევაში, რომელიც ქვეყანას გაკოტრებით ემუქრება, განაცხადა ამერიკელმა მეწარმემ ილონ მასკმა.
„აშშ 1,000%-ით გაკოტრდება, თუ ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია ეკონომიკას დროულად არ გადაარჩენს. შესაძლოა, შევძლოთ აშშ-ს გაკოტრების პროცესის შენელება და საკმარისი დროის მოძიება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტებისთვის, რათა პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარონ. ეს ერთადერთია, რაც ეროვნული ვალის პრობლემის მოგვარებას შეძლებს“, – განაცხადა მასკმა ბლოგერებთან, დვარკეშ პატელთან და ჯონ კოლისონთან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-ს ეროვნული ვალის საპროცენტო გადასახადები ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს აღემატება.
„ტრილიონ დოლარზე მეტი საპროცენტო გადასახდელია“, – თქვა ბიზნესმენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო