9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ – დავით კირკიტაძე

9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
როგორ კირკიტაძემ აღნიშნა, შეხვედრის შემდეგ იტყვის, რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ ნაბიჯების გადადგმის სურვილი.
“9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ. ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ, ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება, გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა “ქართულ ოცნებას” იმ მიმართულებით იმოძრაოს, რომელიც სჭირდებათ ჩვენს ხალხსა და ევროპელ პარტნიორებს,” – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ