Blackstone-მა -სტარტაპ Anthropic-ში ინვესტიცია $1 მილიარდამდე გაზარდა

Reuters-ის ინფორმაციით, ალტერნატიული აქტივების მმართველმა მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანია Blackstone-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში ინვესტიცია გაზარდა და კომპანიის წილი დაახლოებით 1 მილიარდ დოლარამდე აიყვანა. როგორც მედიასააგენტო წერს, ამის შესახებ საკითხთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
წყაროს ინფორმაციით, Blackstone-ი დაფინანსების მიმდინარე რაუნდის ფარგლებში სტარტაპში დამატებით 200 მილიონ დოლარს აბანდებს. გარიგება Anthropic-ს დაახლოებით 350 მილიარდ დოლარად აფასებს.
Amazon-ისა და Alphabet-ის მიერ მხარდაჭერილი Anthropic-ი Claude-ის სახელწოდებით ცნობილ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ავითარეს. გასულ კვირას კომპანიამ ახალი სისტემა, Opus 4.6, წარადგინა. კომპანიის განცხადებით, განახლებული მოდელი მომხმარებლებს მსჯელობის, კოდის წერისა და კომპლექსური ტექსტის გენერირების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
Opus 4.6 ასევე გათვლილია უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ მუშაობაზე, მათ შორის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ფინანსური ანალიზი.
Anthropic-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციების ფასის შემცირებას დაემთხვა. ევროპასა და -ში აღნიშნული სექტორის აქციების ღირებულება გასულ კვირას მნიშვნელოვნად დაეცა, რისი მიზეზიც ინვესტორებში შიშის ზრდაა. ისინი ფიქრობენ, რომ გენერაციული -ის სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნა შეამციროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში