– დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ჩვენს ხედვებს წარვუდგენ

დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ჩვენს ხედვებს წარვუდგენ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ -ში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ღაზის სექტორის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და ირანთან მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავს.
„მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენს ხედვებს წარვადგენ, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისრაელის უსაფრთხოებისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში 11 თებერვალს შეხვდება.