თბილისის “დინამო” და JAKO სამი წლით

“დინამო თბილისი” მოახლოებულ სეზონს ახალი ტექნიკური პარტნიორით ხვდება. დედაქალაქურ გუნდსა და გერმანულ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია Puma-ს შორის თანამშრომლობა დასრულდა. ახალი სეზონიდან კი, თბილისურ კლუბს ასევე გერმანული Jako შემოსავს.
მხარეებს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ხელშეკრულება დინამოს პირველ, მეორე და 19-წლამდე გუნდებს მოიცავს.
Jako-სთან ჩვენი კლუბი წარსულშიც თანამშრომლობდა. “დინამო თბილისი” აღნიშნული კომპანიის სპორტული ეკიპირებით 2001-2009 წლებში ასპარეზობდა.
გერმანული სპორტული ბრენდი ისეთი კლუბების პარტნიორია როგორიცაა – “მაინცი”, “შტუტგარტი”, “როიალ ანტვერპენი” და ა.შ.
fcdinamo.ge