მკვლელობისთვის დააკავეს „ვაგნერის“ მებრძოლი, რომელიც უკრაინიდან დაბრუნდა

რუსეთის ქალაქ ბარნაულში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც როგორც რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრი ადრე უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.

დაკავებულის სახელი არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ მან მსხვერპლი კისერში დაჭრა, ხოლო მის მიერ მოკლული 34 წლის ბარნაულელი, ტიომა ალტაისკის ფსევდონიმით ცნობილი, მუსიკოსი არტიომ ბაშკეევი იყო.

ბაშკეევს ცოლი და შვილები დარჩა.
· მედიაში რეგულარულად ვრცელდება ცნობები მძიმე დანაშაულების, მათ შორის მკვლელობებისა და გაუპატიურების შესახებ, რომლებიც ჩადენილია მათ მიერ, ვინც უკრაინის ომიდან დაბრუნდა. უკვე ცნობილია ასობით ასეთი შემთხვევა . მათ მიერ გამოწვეულმა რეზონანსმა კრემლი აიძულა, კონტროლირებადი ჟურნალისტებისთვის მიეცა რეკომენდაცია, არ ისაუბრონ ასეთ დანაშაულებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ