თბილისის მერმა GWP-ის მფლობელი კომპანიის – „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა – რაზე ისაუბრეს?

თბილისის მერმა GWP-ის მფლობელი კომპანიის – „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა – რაზე ისაუბრეს?
თბილისის მერი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100-პროცენტიანი წილის მფლობელი კომპანიის – „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორს სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის მნიშვნელობას.
„ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და ბევრ პროექტს ერთად ვახორციელებთ. ზოგადად, თბილისი ძველი ქალაქია და მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, რაც ერთად გავაკეთეთ, ამდენი არასდროს გაკეთებულა. შემდეგ ოთხ წელში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის, რომ ერთად მოვაწესრიგებთ სხვადასხვა გამზირსა და ქუჩას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
თბილისის მერთან შეხვედრას ესწრებოდნენ „აქუალიას“ რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, „აქუალიას“ ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი, GWP-ის აღმასრულებელი დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, ამავე კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე და ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში