თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ საკუთარ მოედანზე მეხუთეადგილოსანი „რიზესპორი“ 4:0 დაამარცხა.
„ფატიჰ კარაგუმრუკმა“ ჩემპიონატზე სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 24 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 2 თებერვალს სტუმრად „ჰათაისპორს“ დაუპირისპირდება.
ფატიჰ კარაგუმრუკი – რიზესპორი 4:0
გოლები: 1:0 ესერიკი (38), 2:0 დურსუნი (66, პენ), 3:0 მერჯანი (75), 4:0 კელეში (85)