ნინო წილოსანი – ვხედავთ ძალიან პოზიტიურ სიგნალებს, რაც არ არის მხოლოდ პრეზიდენტსა და ჯეი დი ვენს შორის შეხვედრა – ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ ურთიერთობებზე თავიდან გავააქტიუროთ საუბრები და მოხდეს გადატვირთვა

ვხედავთ ძალიან პოზიტიურ სიგნალებს, რაც არ არის მხოლოდ პრეზიდენტსა და ჯეი დი ვენს შორის შეხვედრა – ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ ურთიერთობებზე თავიდან გავააქტიუროთ საუბრები და მოხდეს გადატვირთვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა საინტერესო ურთიერთგაცვლა აწარმოვა -ს უმაღლეს წარმომადგენლებთან, რაც კარგი ნიშანია იმისა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სხვა პროცესები მიმდინარეობს.
„ვხედავთ ძალიან პოზიტიურ სიგნალებს, რაც არ არის მხოლოდ პრეზიდენტსა და ჯეი დი ვენს შორის შეხვედრა. ვიცით, რომ მიხეილ ყაველაშვილმა საინტერესო ურთიერთგაცვლა აწარმოვა -ს უმაღლეს წარმომადგენლებთან და იყო კეთილგანწყობილი საუბარი. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ სხვა პროცესები მიმდინარეობს საქართველოსთან დაკავშირებით. ვიცით, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება აღდგა, ასევე ორმხრივი ურთიერთობები და შეხვედრები მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში – ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ ურთიერთობებზე თავიდან გავააქტიუროთ საუბრები და მოხდეს გადატვირთვა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
წილოსანი ასევე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, რომ არ სჯერათ ის, რასაც შეხვედრებთან დაკავშირებით აცხადებს.
მისი თქმით, ეჭვი არ შეეპარებათ რომ გახარიას პარტიას საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი არ გაუხარდება.
„ვფიქრობ, გახარიას პარტიის წარმომადგენლები ცოტათი მაინც უნდა ერკვეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში და სახელმწიფო უმაღლესი წარმომადგენლების პროტოკოლებში, რომ მიხვდნენ, ეს შეხვედრა, რომელიც შესაძლოა საათები არ გრძელდებოდა, კონკრეტული დატვირთვის იყო. ამის უკან მნიშვნელოვანი სამუშაო მიმდინარეობს. იმაშიც არავის შეგვეპარება ეჭვი, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი არ გაუხარდება გახარიას პარტიას”, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე სახელმწიფოთა მეთაურების პატივსაცემად, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სახელით გამართული საზეიმო მიღებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა. მისი თქმით, ჯერ ჯეი დე ვენსი მიესალმა, შემდეგ კი მარკო რუბიო „ცოტა მეტხანს შეჩერდა და მათი საუბარი “უფრო სიღრმისეული გამოდგა”.
აღნიშნულ დიალოგზე მან ვრცლად “იმედის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკო რუბიოს თქმით, „საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო“ და რომ “ტექნიკურ ჯგუფს მოამზადებენ იმისთვის, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება გახდეს შესაძლებელი”.