ჯო ბაიდენი – ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და მას „ლუზერად“ მოიხსენიებს.
„დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა მოენახულებინა დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების საფლავი პარიზის გარეუბანში და ეს გმირები ლაწირაკებად და „ლუზერებად“ მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ჩემს შვილზე და სხვებზე ასე ლაპარაკს. მე მათ პატრიოტებს და გმირებს ვუწოდებ. ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, ა. ეს მე მაბრაზებს, ბოდიშს ვიხდი სიბრაზისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად შეურაცხმყოფს“, – აღნიშნა ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ