ერთი ადამიანი დაიღუპა სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად

კვირას სტამბოლში, ორმა დაუდგენელმა ნიღბიანმა მამაკაცმა საღმრთო მსახურების დროს კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, თავდასხმა სანტა-მარიას ეკლესიაში მოხდა. ზოგიერთი ცნობით, ეკლესიის მრევლის უმრავლესობა სტამბოლში მცხოვრები იტალიელები არიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ სახის იარაღი ჰქონდათ თავდამსხმელებს. ასევე არ არსებობს დეტალები გარდაცვლილის ვინაობის შესახებ.
თურქული მედიის მტკიცებით, ერთი დაღუპულის გარდა, არიან დაჭრილები, რაც ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

თავდამსხმელები მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნა. უცნობია, ჰქონდა თუ არა თავდასხმას ტერორისტული მოტივი. გასული წლის დეკემბერში თურქეთში 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ქრისტიანულ ეკლესიებსა და სინაგოგებში ტერაქტების მომზადების ბრალდებით, საუბარია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს