უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელი – რუსებს 900-მდე მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა დარჩათ

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსებს 900-მდე მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა დარჩათ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უახლესი მონაცემებით, დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც წინა პერიოდში – დაახლოებით 900 მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა. რაოდენობა უცვლელია, რადგან მტერმა 29 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში სამი მასშტაბური შეტევის დროს დიდი რაოდენობით რაკეტები გამოიყენა“, – აღნიშნა იგნატმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რაკეტებს აწარმოებს, ის ასევე ხარჯავს მათ და ამიტომ, მაჩვენებელი იმავე დონეზე დარჩა. იგნატის მტკიცებით, ამჟამად, რუსეთის ფედერაცია თვეში 100-მდე რაკეტას აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ