ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს საღამოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, რის შემდეგაც ისინი განცხადებებს გააკეთებენ.
სომხეთიდან ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქვეყანაში მისი ვიზიტი 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.
წყარო: ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო