მაშველებმა დუშეთში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მოსული უხვი ნალექის გამო, გზას ვეღარ აგრძელებდა 30-მდე ავტომობილი და მათში მყოფი 90-მდე ადამიანი.
მაშველებმა მოაბილიზეს სპეც-ტექნიკა და თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.