ჩიპების გლობალური გაყიდვები 2025 წელს 25.6%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ნახევარგამტარების გლობალური გაყიდვები 25.6%-ით გაიზარდა და 2025 წლის ბოლოსთვის 791.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. – ამის შესახებ ნათქვამია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) პრესრელიზში.
კერძოდ, მეოთხე კვარტალში მიწოდებების მოცულობამ 236.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.1%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მესამე კვარტალთან შედარებით, ისინი 13.6%-ით გაიზარდა.
დეკემბერში ჩიპების გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და 78.88 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ვრცლად interfax – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო