“დადგენილ ბრალდებებში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს” – ბრალდებულის ადვოკატი 16 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე

არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე, ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
51 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ ბრალდებული 16 წლის ბიჭს საერთოდ არ იცნობდა. ადვოკატის თქმითვე, საქმეში მტკიცებულებების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება დევს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი გუშინ, საღამოს საათებში წარედგინა 3 მუხლით. ეს არის: 137-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ანუ გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და მუქარა. დადგენილ ბრალდებებში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. რამდენიმე საათში დაიწყება სასამართლო ხდომა. ჩვენთვის ცნობილია, რომ პროკურატურა შუამდგომლობს პატიმრობით. საქმეში მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წლის მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და, დანით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი

პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში