ანა დოლიძე – ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა

პარტია “ხალხისთვის“ ლიდერი, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს დამარცხება მხოლოდ განსხვავებული ფასეულობებით არის შესაძლებელი.
“ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ძალიან ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ იგივე ფასეულობებით ჩაანაცვლებენ ივანიშვილს და გაიმარჯვებენ. ივანიშვილი დამარცხების ერთადერთი გზა არის განსხვავებული ფასეულობები. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა. ის, რაზეც დგას ივანიშვილი, არის გამდიდრება ერთი პატარა ჯგუფი ადამიანებისთვის, დანარჩენი ქართველების გადაჩეხვა, ემიგრაცია, გაღარიბება, განათლების გარეშე დატოვება. მეორე მხრივ, ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ფასეულობა. ხალხმა ეს განსხვავებული ფასეულობა უნდა დაინახოს. ეს ფასეულობა არის კეთილდღეობა ყველასთვის“, – აცხადებს ანა დოლიძე.
ინფორმაციას პარტია “ხალხისთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია