არასდროს, არაფრის ფასად შევეგუოთ ამ გაუგონარ ბოროტებას, ბოლომდე ვიბრძოლოთ ერთიანი საქართველოს სამართლიანი, ნორმალური, ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
ახვლედიანი აქვეყნებს განცხადებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით
„XII საუკუნეში სინანულითა და სიმდაბლით სიმაღლის მომპოვებელი, ბოროტებასთან შეურიგებელი, სამართლიანი წესრიგისთვის თავდადებული, განათლებულობის დამამკვიდრებელი, სახელმწიფოებრიობის განმამტკიცებელი, შემოქმედის არა მხოლოდ ბაგით მაქებელი, არამედ არსით ერთგული მეფე – წყალობა ყოველთა ქართველთა და მისთა მოკეთეთა!
XXI საუკუნეში კი დიდი მეფის და მისი მეუფის ფარისევლურად მაქებელი, აღვირახსნილი უსამართლობისა და უსიყვარულობის მთესველი, განათლებულობის მდევნელი, სახელმწიფოებრიობის დამაქცევარი თვითმარქვია ბოროტი რეჟიმი.
არასდროს, არაფრის ფასად შევეგუოთ ამ გაუგონარ ბოროტებას, ბოლომდე ვიბრძოლოთ ერთიანი საქართველოს სამართლიანი, ნორმალური, ევროპული მომავლისთვის!“, – წერს ახვლედიანი.




