“ბარსა” მთლად წახდა – სახლში 5 გოლი გაუშვა და დამარცხდა

ლა ლიგის 22-ე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალთან“ 3:5 დამარცხდა.
„ბარსა“ ჯერ 0:2-ს აგებდა, შემდეგ 3:2 დაწინაურდა, ბოლოს 3 გოლი გაუშვა და წააგო.
„ბარსელონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 44 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება და 31 იანვარს „ოსასუნას“ უმასპინძლებს.
ბარსელონა – ვილიარეალი 3:5
გოლები: 0:1 მორენო (41), 0:2 ახომაში (54), 1:2 გიუნდოგანი (60), 2:2 პედრი (68), 3:2 ბაიი (71), 3:3 გედეში (84), 3:4 სიორლოტი (90+9), 3:5 მორალესი (90+12)