პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან
და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადაწყვეტილება გააუქმოს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ:”საქართველო აჯანყდი”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები.