გერმანიაში რკინიგზის მემანქანეებმა გადაწყვიტეს ვადაზე ადრე შეწყვიტონ გაფიცვა

გერმანიაში რკინიგზის მემანქანეთა პროფკავშირი (GDL) დათანხმდა დაწყებული მასობრივი გაფიცვის ვადაზე ადრე დასრულებას, რაც ნიშნავს, რომ მემანქანეები სამუშაოს დაგეგმილზე ადრე დაბრუნდებიან. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება.
23 იანვარს გერმანიაში სატვირთო მატარებლების მემანქანეებმა შეწყვიტეს მუშაობა, ხოლო 24-ის ღამეს მათ შეუერთდნენ სამგზავრო მატარებლების მემანქანეები.
მემანქანეები სამუშაო საათების რაოდენობის 38-დან 35-მდე შემცირებას და ასევე ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გერმანიის სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ის ხელმძღვანელობამ რომ დაუყოვნებლივ შესთავაზა გაფიცულებს ხელფასის ზრდა 5% – ით და სამუშაო დღის შემცირება ერთი საათით 2026 წლიდან.
გერმანიის რკინიგზის მემანქანეები, რომლებიც დამსაქმებელთან შეთანხმებას ვერ აღწევენ, 2023 წლის შემოდგომიდან უკვე მესამედ გაიფიცნენ.
გაფიცვის დაწყებამდე, 9 იანვარს, კონცერნმა მემანქანეთა პროფკავშირის ლიდერებს მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ. თავის მხრივ, პროფკავშირმა Deutsche Bahn-ისგან შეთავაზებულ კომპრომისს არაარსებითი და შეურაცხმყოფელი უწოდა.

რკინიგზელთა გაფიცვა კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რომელიც გერმანიაში შეიქმნა ფერმერების საპროტესტო აქციების გამო. ისინი ტრაქტორებით და სატვირთო ავტომანქანებით პერიოდულად კეტავენ სხვადასხვა ავტომაგისტრალს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს