სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს:
,,ასე თქვეს, თებერვლიდან აწი შეზღუდულად დარეკავთ პოლიტპატიმრებიო.
ზოგგან 3 დღეში ერთხელ, ზოგგან 10 დღეში ერთხელო.
ზოგადას ყოველდღე შეგეძლო და შეგიძლია დარეკო, თუკი ლიმიტი გაქვს შემორჩენილი.
ისე, პატიმარს, რომ მშობელთან და შვილთან დარეკვას აუკრძალავ, ჰო ხარ ყველანაირი უწმაწური სიტყვის კადრების ღირსი, რაც კი არსებობს.
ჩათვალეთ, ყველა გაკადრეთ კიდეც, ვის თავშიც ამ საცოდაობის იდეა დაიბადა და ამ მარაზმნში მონაწილეობას იღებს.
ისე, პოლიტპატიმრებათ თავასდე გვაღიარებენ, ანუ უკვე ჰო?
06.02.2026
საკანი 38“




