ჟურნალისტი ლაშა ბერულავა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი წევრის, ბექა გოცირიძის მოულოდნელ გარდაცვალებას ეხმაურება:
,,17 დეკემბრის პროცესზე რაღაც, სხვანაირი იყო ბექა გოცირიძე.
ძალიან ცოტა დროა გასული მას შემდეგ.
პროცესზე მოსამართლეს ისიც კი სთხოვა, გირაოთი იქნებ გაუშვათ რომ ახალ წელს სახლში შეხვდნენ, დაკავებულებთან პრეტენზია არ მაქვსო.
როცა ცუდს ვიხსნებთ, კარგიც არ დავუკარგოთ:
რა მაგის პასუხია, მანამდე, როცა ნაკრებში თამაშობდა, რუსებთან შეხვედრის დროს გატანილი გოლიც კარგად მახსოვს, იმ მოგების სიხარულიც…
რა ვიცით, იქნებ მიხვდა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ერთმანეთის სიძულვილში გასატარებლად არ ღირს? რა ვიცით, იქნებ რაღაცების შეცვლასაც აპირებდა?
არავინ იცის, ვის რა აქვს დაფარულ გულში და ვერც ვერასდროს ვერავინ გაიგებს უფლის გარდა, რადგან ეს ის არის, რითაც პირველ რიგში განისჯება ადამიანიო, წამიკითხავს ლიტერატურაში, სადაც ქრისტიანობის არსს ხსნიან…”
–
17 დეკემბერი, თბილისი, – ოცნების პროპაგანდისტი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. კითხვაზე, პრეტენზია თუ აქვს ბრალდებულების მიმართ, ბექა გოცირიძე პასუხობს რომ არ აქვს, მისივე თქმით, დაკავებულების პატიმრობაც არ სურს. “ან გირაოთი არ შეიძლებოდა აქამდე? ამხელა ის მოჰყვა ამ ამბავს, ადამიანები ვართ… თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან ძალიან გამეხარდება“ | თქვა ბექა გოცირიძემ სასამართლოზე. მის განცხადებას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.




