„კალიარისთან“ მოგებულ გასვლით მატჩში (2:1) შეცვლაზე შესულმა „ტორინოს“ მცველმა საბა საზონოვმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და toro აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი გმირი გახდა.
გამოცემა წერს, რომ ალესანდრო ბონჯორნო დისკვალიფიკაციის გამო 4 თებერვალს „სალერნიტანასთან“ შეხვედრას გამოტოვებს, თავის გამოჩენის შანსს საზონოვი მიიღებს და მისი დრო დადგა.
საბა „ტორინოში“ გასული წლის აგვისტოში გადავიდა და გუშინ ნამატჩევს კომენტარი იტალიურად გააკეთა: „ძლიერი, ძალიან ძლიერი მცველები გვყავს. ჩემთვის კონკურენცია კარგია, ვინაიდან ახალგაზრდა ვარ და ახლა შანსი მომეცემა. შეიძლება „სალერნიტანასთან“ თავიდანვე ვითამაშო, რაც მნიშვნელოვანია, რადგან სასტარტოში მეორედ
მოვხვდები. სათანადოდ მოვემზდები. ყველაფერი წესრიგშია.
12 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა ერთ-ერთი გმირი გავმხდარიყავი? ჩემთვის ყველაფერი წარმატებულად წარიმართა, რამეთუ გავიმარჯვეთ. რთული შეხვედრა იყო, განსაკუთრებით ბოლო 12 წუთი. შესაძლოა, წინ ვერ წავედი, მაგრამ მთავარი მოგებაა.
საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. კარგი სეზონი მქონდა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ასევე კარგად იასპარეზა. კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მე და „კვარა“ სერია ა-ში ვთამაშობთ, რაც მნიშვნელოვანია“.