რას ედავება ევროკომისია TikTok-ს

6 თებერვალს ევროკომისიამ TikTok-ის პლატფორმა ევროკავშირის ონლაინკონტენტის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
ევროკომისიის განცხადებით, პლატფორმას დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციები აქვს, ისეთები როგორიცაა, ავტომატური ჩართვა, Push შეტყობინებები და მაღალ დონეზე პერსონალიზებული რეკომენდაციების სისტემა.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ TikTok-მა სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რა გავლენას ახდენს პლატფორმის დიზაინი მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოწყვლადი ჯგუფების, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
შედეგად, TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ს აპლიკაციის დიზაინის შეცვლა დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას შესაძლოა, ჯარიმაც დაეკისროს, რომლის ოდენობაც კომპანიის გლობალური ბრუნვის 6%-მდე იქნება.
თავის მხრივ, TikTok ევროკომისიის ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ევროკომისიის წინასწარი დასკვნები მცდარი და საფუძველს მოკლებულია.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, TikTok დასკვნების გასასაჩივრებლად ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი