კუპიანსკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა განაახლეს ინტენსიური შეტევები – სინეგუბოვი

კუპიანსკის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა განაახლეს შეტევითი ოპერაციების ინტენსივობა. სინკოვკასა და ტაბაევკას დასახლებების მიდამოებში ” მძიმე ბრძოლები” მიმდინარეობს, – აღნიშნა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა.
“დიახ, მართლაც, ამ მიმართულებით შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა კვლავ განახლდა და ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დაახლოებით მტრის 13 თავდასხმა. საკმაოდ სერიოზული ორი მიმართულება გვაქვს: სინკოვკა და ტაბაევკა. ეს სხვა მიმართულება, ქალაქ კუპიანსკის ოდნავ სამხრეთით, სადაც ვითარება ასევე საკმაოდ მძიმეა, მაგრამ სრულად კონტროლდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ,”- განაცხადა სინეგუბოვმა.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ს ძალებმა შეიძლება განაახლონ უფრო ფართო შეტევა ხარკოვის რეგიონზე. „ადგილობრივი ხელისუფლება და სამხედროები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი სცენარისთვის“, – დასძინა სინეგუბოვმა.
ქალაქი კუპიანსკი და ამავე სახელწოდების რაიონის უმეტესი ნაწილი, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის არმიამ იმავე წლის სექტემბერში გაათავისუფლა. ამჟამად, რუსეთის არმია მუდმივად დაბომბავს ქალაქ კუპიანსკს და მიმდებარე ტერიტორიას.
11 იანვარს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ მცდელობა, რომ ხელთ იგდონ სოფელი სინკოვკა და ალყაში მოაქციონ ქალაქი კუპიანსკი.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩვენ პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ – გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით