მოკლედ
· ტელეკომპანია „იმედის“ ახალი მფლობელი, ილია მიქელაიშვილი 2025 წლის სექტემბერში მონაწილეობდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებზე ძალადობაში.
· რადიო თავისუფლებას ის ეუბნება, რომ კალაძის შტაბში როგორც ლევან მაჭავარიანის ბავშვობის მეგობარი, ისე იყო მისული რამდენჯერმე, იმ დღეს კი, როცა დემონსტრანტებთან დაპირისპირება მოხდა, მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო “იქითა მხრიდან წამოსული უწმაწური სიტყვების გამო.”
· რამდენად ხშირად დადიოდა ლევან მაჭავარიანის სანახავად შტაბში და თავს “ოცნების” მხარდამჭერად მიიჩნევს თუ არა, ამ კითხვებზე მან არ გვიპასუხა, თქვა, რომ ეს “პირადია.”
ილია მიქელაიშვილს დაპირისპირებაში მონაწილეობა არ უარუყვია – ის ამბობს, რომ იმ მიმართულებით გინებამ, სადაც თავად იდგა, მისი ღირსება შეურაცხყო, უცენზურო სიტყვები საკუთარ თავზე მიიღო.




