თბილისის ქუჩებში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა

დედაქალაქის ქუჩებში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა. როგორც “რუსთავი 2-ს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ავტობუსები სატესტო რეჟიმში გადაადგილდება. ტრანსპორტი, სხვადასხვა ხაზზე, ეტაპობრივად დაინიშნება.
მაღალი ტევადობის ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შეირჩა.
სატესტო რეჟიმის შემდეგ გადაწყდება, პირველად რომელ მარშრუტზე დაინიშნება ახალი, მაღალი ტევადობის ტრანსპორტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ