კობახიძის პასუხი კითხვაზე, გადაიხედება თუ არა თსუ-სა და სტუ-ის გაერთაინების გადაწყვეტილება

“ქართული ოცნების” პრემიერ-მნისტრს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა გადაიხედოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება. კობახიძემ თქვა, რომ მზად არიან ისაუბრობ მხოლოდ დეტალებზე.
“ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას. ეს არის ის, რომ ჩვენს სისტემას სჭირდბება ფუნდამენტური რეფორმა. რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებს, დეტალებთან დაკავშირებით, მზად ვართ, ბუნებრივია, სასაუბროდ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც. ამასთან დაკავშირებით, მომავალშიც მზად ვართ შეხვედრებისთვის”, – თქვა კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ დაიწყო კონსულტაციები და დიალოგი უნივერსიტეტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან მხოლოდ მას შემდგე, რაც გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება სამინისტროში მიიღეს, კობახიძემ ასე უპასუხა:
“ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა: აქ არის უამრავი სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვაქვს ობიექტური ინტერესი. დღეს რომ ვერ იღებს სათანადო განათლებას ქართველი ახალგაზრდა უნივერსიტეტებში, გვინდა, რომ ეს შევცვალოთ. ეს არის ობიექტური ინტერესი. რაც შეეხებათ უნივერსიტეტებს, მანდ აქვთ ადამიანებს სუბექტური ინტერესები. მაგალითად, ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად; ვიღაცა დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად; ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება პროფესორად ვერ დარჩეს თავის უნივერსიტეტში; ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთადერთ რამეს: არა თუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში. ამიტომ, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე სუბიექტური ინტერესები და ყველამ უნდა იმოქმედოს ობიექტური ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება ჩვენი მოქმედების ქრონოლოგიას, ჩვენ როცა გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ ჯერ გამოვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეთ დისკუსიაში ამ თემასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სპეკულაციები, რომლებიც სუბიექტურ ინტერესებს ეფუძნება, იქნება კიდევ უფრო მძაფრად წაროდგენილი. ამ შემთხვევასი, სუბიექტურმა ინტერესებმა შეიშება გადაძალოს ობიექტური ინტერესი, ერთხელ და სამუდამოდ, განაჯნსაღდეს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებ “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 29 იანვარს განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამის შესახებ უნივერსტეტების რექტორებმა, ჯაბა სამუშიამ და დავით გურგენიძემ მხლოდ წინა დღეს გაიგეს. რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდნეტებს – მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ინფორმაცია მედიით მიიღო.
გაერთიანებას ეწინააღმდეგება ორივე უნივერსიტეტი. როგორც თსუ-ის სენატმა, ისე სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტას. გარდა ამისა, იმართება აქციები როგორც უნივერსიტეტებთან და განათლების სამინისტროსთან. მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ცალ-ცალკე შეხვდა უნივერსიტეტების აკადემიური საბშოს წევრებს, გუშინ, 6 თებერვალს კი უშუალოდ მინისტრი ესაუბრა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ გადაწყვეტილება. შესაძლოა, გადაიხედოს.
ამავე თემაზე:
· ეს არის მიზანმიმართული კამპანია ნინო დობორჯგინიძის გასაშავებლად – ინტერვიუ მარინე ჩიტაშვილთან
· კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება ორი ჰაბი, თბილისი და ქუთაისი – მიქანაძე