კრემლმა უარყო ცნობა, რომ შესაძლოა პუტინმა უკრაინასთან მიმართებით მოთხოვნებზე უარი თქვას

კრემლმა უარყო Bloomberg-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, გაიგოს ოფიციალური -ს დამოკიდებულება ში ომის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკებების შესახებ. გარდა ამისა, რუსეთში უარყოფენ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებაც, რომ მოსკოვი უკრაინის უსაფრთხოების სტატუსთან დაკავშირებით მოთხოვნებზე უარის თქმას განიხილავს.
Bloomberg-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინი “წყლებს ცდის”, რათა დაადგინოს, მზადაა თუ არა ვაშინგტონი მოლაპარაკებებში ჩართვისთვის და სწორედ ამ მიზნით არაპირდაპირი გზებით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც დაუკავშირდა.
გამოცემა ციტირებს კრემლთან დაახლოებულ ორ პირს, რომლებიც ამბობენ, რომ პუტინმა “შეიძლება განიხილოს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე დაჟინებული მოთხოვნა და საბოლოოდ უარი თქვას NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე – იმ საფრთხეზე, რომელიც სთვის უკრაინაში შეჭრის მთავარი გამართლება იყო”.
ამასთან, კრემლის სპიკერს დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა მოსკოვი მზად, უარი თქვას თავის მოთხოვნებზე უკრაინის ნეიტრალიტეტისა და NATO-ს შესახებ, რაზეც მან უპასუხა:
“არა, ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას”.