თამარ ბელქანია – განათლების მინისტრთან შეხვედრაზე თსუ-ის რექტორმა განაცხადა, რომ რეფორმა თუ ამ ფორმით განხორციელდება, გადადგება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თამარ ბელქანიას განცხადებით, თსუ-ის რექტორი აპირებს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს.
როგორც ბელქანია „ფეისბუქზე“ წერს, თსუ-ის რექტორმა ამის შესახებ გუშინ, მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„გუშინ განათლების მინისტრთან შეხვედრაზე თსუ-ის რექტორმა ბოლოს განაცხადა, რომ თუ ამ ფორმით რეფორმა განხორციელდება, მაშინ რექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ”,- აცხადებს ბელქანია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!