„დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტულ პარტიებს იკვლევენ

„დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის ცნობით, სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.
“2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი [ცერეულიდი არის ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს]. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ.
აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანია დანონის „ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში – კომპანია „ჯისი Georgian Info Service“ (სკ 211357850)-მ მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ – დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია.
პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, სურსათი დაილუქება.
სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას”,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!