სამუშია არ ადასტურებს, რომ დატოვა თსუ-ის რექტორის თანამდებობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორი, ჯაბა სამუშია არ ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახე ინფორმაციას თავად სამუშიაზე დაყრდნობით გამოცემა “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
სამუშიას შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თსუ-ის პროფესორმა, თამარ ბელქანიამ გაავრცელა.
“გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრთან, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის უფლრბამოსილებას შეიწყვეტს”, – თქვა ან TV პირველთან საუბრისას.
გუშინ, 6 თებერვალს, თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) წარმომადგენლები “ქართული ოცნების” განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდნენ. იქამდე, მიქანაძის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გამართა შეხვედრები უნივერსიტეტების აკადემიური საბჭოს წევრებთა ცალ-ცალკე. შეხვედრების თემა იყო “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, თსუ-სა და სტუ-ის გაერთანების შესახებ.
თსუ-ის სენატი, ისე სტუ-ის აკადემიური საბჭო ამ გადაწყვეტილების შეწყვეტას მოითხოვს. გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
დღეს, 7 თებერვალს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში დასაქმებულთა ნაწილს სუბიექტური ინტერესები აქვთ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე რატომ არ დაინტერესდა განათლების სამინისტრო იმ ადამიანების აზრით, ვისაც ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება.
“ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა: აქ არის უამრავი სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვაქვს ობიექტური ინტერესი. დღეს რომ ვერ იღებს სათანადო განათლებას ქართველი ახალგაზრდა უნივერსიტეტებში, გვინდა, რომ ეს შევცვალოთ. ეს არის ობიექტური ინტერესი. რაც შეეხებათ უნივერსიტეტებს, მანდ აქვთ ადამიანებს სუბექტური ინტერესები. მაგალითად, ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად; ვიღაცა დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად; ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება პროფესორად ვერ დარჩეს თავის უნივერსიტეტში”, – განაცხადა კობახიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებ “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 29 იანვარს განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამის შესახებ უნივერსტეტების რექტორებმა, ჯაბა სამუშიამ და დავით გურგენიძემ მხლოდ წინა დღეს გაიგეს. რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდნეტებს – მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ინფორმაცია მედიით მიიღო.
ამავე თემაზე:
· ეს არის მიზანმიმართული კამპანია ნინო დობორჯგინიძის გასაშავებლად – ინტერვიუ მარინე ჩიტაშვილთან
· ბევრი პროფესორი და სტუდენტი გასუსულია, ასეთ დროს ეს სირცხვილია – მაცაბერიძე