ირანის საკითხებში ტრამპის მთავარი წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში -ის ავიამზიდს ეწვია – უიტკოფი. ნეთანიაჰუ ტრამპს შეხვდება

ირანის საკითხებში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებაზე, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ არაბეთის ზღვაში მყოფ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს ესტუმრა.
უიტკოფმა იქვე გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი მალე გამართავენ შემდგომ მოლაპარაკებებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ტრამპს შეხვდება, რათა „მასთან ერთად განიხილონ ირანთან მოლაპარაკებები.“

უიტკოფის თანახმად, ის და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, 7 თებერვალს აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურ ადმირალ ბრედ კუპერს შეხვდნენ და ესტუმრნენ USS Abraham Lincoln-ის, მისი მოიერიშე ჯგუფისა და მე-9 საჰაერო ჯგუფის ხომალდზე მყოფ მამაც მეზღვაურებსა და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც “ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და პრეზიდენტ ტრამპის ძლიერების გზით მშვიდობის გზავნილს იცავენ“, – თქვა ვიტკოფმა სოციალურ ქსელში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ შაბათს განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები მალე განახლდება, ამასთანავე, კიდევ ერთხელ გაიმეორა თეირანის წითელი ხაზები და გაფრთხილება გამოთქვა აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის თაობაზე.
ომანში ამ სასულთნოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკების პირველი შეხვედრით აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის კმაყოფილი იყო ორივე მხარე.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში 11 თებერვალს ეწვევა ისრაელის პრემიერმინისტრი რათა „მასთან ერთად განიხილონ ირანთან მოლაპარაკებები“, – განაცხადა ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ.
ბეთანიაჰუ თვლის, რომ „ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა მოიცავდეს ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვას და ირანის მიერ ღერძის მხარდაჭერის შეწყვეტას“, – ნათქვამია მისი ადმინისტრაციის შაბათს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც რეგიონში ირანის მოკავშირეები იგულისხმებოდა.
ირანმა არაერთხელ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე არ განიხილავენ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას.