ტრანსფერი: “ატლეტიკომ” 22 მილიონ ევროდ ბელგიელი ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის “ატლეტიკომ” გვაუწყა, რომ “ანტვერპენიდან” 18 წლის ნახევარმცველი არტურ ვერმეერენი შეიძინა და მას 2030 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა კონტრაქტი.
“როხიბლანკოს” ეს გარიგება 22 მილიონი ევრო დაუჯდა. ვერმეერენი “ანტვერპენის” ძირითად გუნდში 2022 წლის ოქტომბრიდან თამაშობდა.
მან ჯამში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში