გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება – ჯანდაცვის სამინისტრო

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები:
პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა
სხვა გლაუკომა
ბადურას სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები
ბადურას გახლეჩები ჩამოცლის გარეშე
პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა
ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა
ბადურას ჩამოცლა ბადურას გახევით
ტრავმული კატარაქტა
ბადურას ფრაქციული ჩამოცლა
სხვა ბადურას ჩამოცლა
მინისებრი სხეული პროლაფსი
რქოვანას წყლული
ბადურას სისხლჩაქცევები
ჩირქოვანი ენდოფთალმიტი
ეჭვი გლაუკომაზე
პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა
საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტებიც.
რაც შეეხება კატარაქტას, უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები.
ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას“, – აცხადებენ სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით